ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრში ლეილა მჭედლიშვილის ნამუშევრების გამოფენა და საღამო გაიმართა

25  მარტს, ნიუ-იორკის პირველი ქართული კულტურის ცენტრში, რომელსაც ბატონი ვიქტორ და ქალბატონი ლიკა სირელსონები ხელმძღვანელობენ, ქალბატონი ლეილა მჭედლიშვილის  ნამუშევრების გამოფენა და საღამო გაიმართა.

საღამოში მონაწილეობდნენ: ცნობილი მომღერალი გოჩა აბულაძე, პოეტი და პროზაიკოსი ნათია ხადური,  პოეტი  ლელა ნინუა,  გიტარისტი გია ფეიქრიშვილი,  ტრიო “მაგნოლია”.  ასევე მოწვეული იყვნენ სტუმრებიც, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები, დიზაინერები, ჟურნალისტები  და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, რომელთაც საშუალება მიეცათ მოფერებოდნენ უხუცეს ხელოვან ქალბატონს  ამერიკაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები