მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტებს შორის სამი ქართველი წონის სათავეშია

თბილისის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტებს შორის სამი ქართველი წონის სათავეშია.

60 კგ წონით კატეგორიაში (4 256) მეხუთე ადგილზე გადავიდა თბილისის გრანდ სლემის ვერცხლის მედალოსანი, 19 წლის გიორგი სარდალაშვილი, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (3221) მეათეზეა.

66 კგ-ში მეოთხე ადგილზეა ვაჟა მარგველაშვილი (4 320).

73 კგ-ში წონის ლიდერმა, ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მას ახალ რეიტინგში 6 685 ქულა აქვს.

81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილს თბილისის გრანდ სლემზე არ უასპარეზია. მას 9 046 ქულა აქვს და წონას კვლავაც დიდი უპირატესობით ლიდერობს.

90 კგ-ში საქართველოს ნაკრებს ათეულში სამი ძიუდოისტი ჰყავს: ბექა ღვინიაშვილი (5 533) მესამე ადგილზეა, ლუკა მაისურაძე (5 500) – მეოთხეზე, ხოლო თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონი ლაშა ბექაური (4 060) მეშვიდე პოზიციას იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები