ქართველი მოჭადრაკე ქალები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობენ

დიდი წარმატებით ასპარეზობენ ქართველი მოჭადრაკე ქალები, მონტენეგროში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე.

მერი არაბიძემ ზედიზედ მეოთხე პარტია მოიგო და პირველობას ინაწილებს პოლონეთის წარმომადგენელ, ალექსანდრა მალცევსკაიასთან ერთად.

მომდევნო ტურში მათი შეხვედრა იქნება გადამწყვეტი ჩემპიონის ტიტულის ბრძოლაში.

ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება და მესამე საპრიზო ადგილს ინაწილებს ბელა ხოტენაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები