ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე დღეს ლაშა შავდათუაშვილმა, კოტე კაპანაძემ (73 კგ) და დიმიტრი გოჩილაიძემ (81 კგ) ფინალურ ბლოკში იასპარეზეს.

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ბრინჯაოს მედლისთვის ბულგარელი მარკ ხრისტოვი ვაზარით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრები წააგეს 20 წლის კოტე კაპანაძემ და 23 წლის დიმიტრი გოჩილაიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

26 მარტს თბილისის გრანდ სლემზე გაიმართება შეხვედრები კაცებში -90კგ, -100კგ, +100კგ და ქალებში -78კგ, +78კგ წონით კატეგორიებში. საქართველოს ნაკრებიდან იასპარეზებენ:

-90კგ – ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური, უშანგი მარგიანი;

-100კგ – ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე;

+100კგ – გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი;

+78კგ – სოფიო სომხიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები