ფილმმა “ჩემი ოთახი” ჟენევის საერთაშორისო კინოფესტივალზე ახალგაზრდული ჟიურის პრიზი მოიპოვა

სოსო ბლიაძის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი „ჩემი ოთახი” ჟენევის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალსა და ადამიანის უფლებათა ფორუმზე დაჯილდოვდა. სურათი მონაწილეობას იღებდა მხატვრული ფილმების კონკურსში და ახალგაზრდული ჟიურის პრიზი მოიპოვა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი, თინა, ახალგაზრდა ქალი ოთახს ქირაობს მეგისგან, რომლის დახმარებითაც ნელ-ნელა ხვდება, თუ რა არის თავისუფლება, გადაწყვეტილებების საკუთარი ნებით მიღება და დამოუკიდებლად ცხოვრება, მათ შორის კაცებისგანაც.

ფილმში მთავარი როლების შემსრულებლები არიან თაკი მუმლაძე და მარიკა ხუნდაძე. „ჩემი ოთახის“ სცენარის ავტორები არიან: სოსო ბლიაძე და თაკი მუმლაძე.

ფილმს აქამდე „კარლოვი-ვარის“, „კელნის“, „ბელფასტის“, „ევროპულ“  და თბილისის  კინოფესტივალებზე აქვს მოპოვებული ჯილდოები.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები