ევროპის პირველობაზე 3 ტურის შემდეგ ლიდერთა ჯგუფში ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი იმყოფებიან

რამდენიმე დღის წინ მონტენეგროში სტარტი აიღო ევროპის ქალთა რიგით 23-ე პირველობამ.

ჩემპიონატის სასტარტო რეიტინგ- სიის ლიდერი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბელა ხოტენაშვილია! ლელა ჯავახიშვილი მეექვსეა, ხოლო მერი არაბიძე მეცხრე ადგილზეა რეიტინგით.

ასპარეზობაზე 35 ქვეყნის 139 მოჭადრაკე თამაშობს და ტურნირის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს.

საქართველოს სახელით კონტინენტის ჩემპიონატზე ასპარეზობენ:

1.ბელა ხოტენაშვილი  (2491)

2.ლელა ჯავახიშვილი  (2443)

3.მერი არაბიძე               (2433)

4.სალომე მელია      (2366)

5.ლილე ქორიძე             (2122)

6.ელენე წოწონავა          (2030)

7.ნია დონღვანი             (2025)

8.დიანა ლომაია             (1950)

3 ტურის შემდეგ 2,5 ქულა დააგროვეს და ლიდერთა ჯგუფში იმყოფებიან: ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები