გიორგი გეგელაშვილმა და ოთარ ბაგაურმა საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ) და ოთარ ბაგაურმა (74 კგ) ბულგარეთში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის მემორიალზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

შეჯიბრებაში მონაწილეობა 41 ქვეყნის 400-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო. ქართული გუნდი ბულგარეთში მწვრთნელებმა მალხაზ ჯორბენაძემ და ლაშა ქეთიშვილმა ჩაიყვანეს.

ტურნირს ქართველი მსაჯი ედნარ ლომანაძეც მოემსახურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები