დავით ქავთარაძემ დუბაის გრან-პრის გათამაშებაზე 2 მედალი მოიპოვა

პარამძლეოსნობაში დუბაის გრან-პრის გათამაშებაზე, საქართველოს ნაკრების წევრმა დავით ქავთარაძემ ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

შუბის ტყორცნაში ქავთარაძე მეორე ადგილზე გავიდა. ამავე დისციპლინაში პირველი ადგილის მფლობელი, უკრაინელი ვლადისლავ ბილი გახდა.

დავით ქავთარაძემ სიგრძეში ხტომაში (5.37) საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალიც მოუტანა. ოქროს და ვერცხლის მედლები ჩინელმა პარამძლეოსნებმა ზინგ ჰუანგჰაომ (6.37) და ჟიუ დენინგმა (6.26) გაინაწილეს.

ქავთარაძემ ორივე დისციპლინაში მოიპოვა პარიზის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ლიცენზია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები