ITB Berlin-ი ბახმაროს შესახებ წერს

მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენა ITB Berlin-ი  საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე  ბახმაროს  შესახებ პოსტს აქვეყნებს:

„ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარე ბახმაროს ღრუბლებს მიღმა სოფელს ეძახიან. გსურთ უფრო მეტი გაიგოთ ამ მშვენიერი დასახლების შესახებ? შეისწავლეთ საქართველო თავისი უნიკალური კულტურით, ქვეყანა რომელიც წელს ITB Berlin-ის ოფიციალური მასპინძელია.

6 მარტიდან საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე  მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

ბერლინის ტურისტული გამოფენა Facebook მომხმარებელს საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოფენაზე დასწრებას ურჩევს.

ITB 2023 ბერლინში 6-9 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები