ესეების კონკურსი „რატომ ვსწავლობ ბერძნულ ენას“ მოეწყო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში, მოსწავლეთა ესეების კონკურსი „რატომ ვსწავლობ ბერძნულ ენას“ მოეწყო.

კონკურსი ბერძნული ენის საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა, ჩატარდა საქართველოში საბერძნეთის საელჩოსთან თანამშრომლობით და მასში მონაწილეობდნენ სკოლები, რომლებშიც, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ინსტიტუტის პატრონაჟით, პროგრამა „ბერძნული ენა საქართველოს სკოლებში“ ხორციელდება.

შვიდი სკოლის 88 მოსწავლემ ესე ქართულ და ბერძნულ ენებზე წარმოადგინა.  თსუ-ს პროფესურისგან შემდგარმა ჟიურიმ  გამოავლინა გამარჯვებულები. პირველ ადგილი  კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეს სოფიო უბილავას, ხოლო მეორე თეკლა არჩემშვილს ერგო.

საბერძნეთის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა მარია თეოდორუმ და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. ლევან გიგინეიშვილმა გამარჯვებულებს პრიზები, ყველა მონაწილეს კი სერტიფიკატები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები