ანსამბლი “მუსიკელი” ლატვიასა და ლიეტუვაში კონცერტებს გამართავს

26 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ანსამბლი “მუსიკელი” ლატვიასა და ლიეტუვაშია მიწვეული. ანსამბლი კონცერტებს გამართავს რიგაში, ვალმიერასა და ლიგატნეში (ლატვია), ასევე ვილნიუსში და კაუნასში (ლიეტუვა).

„ანსამბლი პირველი კონცერტს 26 თებერვალს ქალაქებში – ვალმიერა და ლიგატნეში გამართავს. 27 თებერვალს კი ლატვიის ქართველთა საზოგადოება “სამშობლო”-ს მიწვევით კონცერტთან ერთად შეხვედრა გაიმართება ლატვიის ქართულ დიასპორასთან.

„მუსიკელი“ 1 მარტს მიწვეულია რიგის ერთ-ერთ ტელევიზიაში დილის ეთერში პირდაპირი ჩართვით. 3 -4 მარტს კონცერტები ჩატარდება ვილნიუსსა და კაუნასში. პარალელურად კაუნასშია გაცნობითი შეხვედრა გაიმართება ვილნიუსში არსებულ ქართულ ანსამბლთან “ფესვები”, – განაცხადა ფოლკლორულ ანსამბლ „მუსიკელის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი კაკულიამ „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.

ანსამბლი „მუსიკელი“ 2019 წელს შეიქმნა, თუმცა მისი რამდენიმე წევრი 2008 წლიდან მღეროდა ანსამბლ „ეგრისის“ შემადგენლობაში უფროსი თაობის მომღერლებთან ერთად, ლოტბარ თემურ ცხაკაიას ხელმძღვანელობით. მოგვიანებით, 2015 წელს ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ანსამბლი სენაკი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქ-ნი სალომე ბერიშვილი. ანსამბლი 2017 წელს რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა.

„მუსიკელის“ ძირითადი მიმართულება არის გააცოცხლოს ძველი, მივიწყებული ფოლკლორული ნიმუშები, რომელიც ნაკლებად სრულდება თანამედროვე ყოფაში.

გარდა ხალხური სიმღერისა ანსამბლის რამდენიმე წევრი სენაკის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. საკათედრო ტაძარში გალობს.

2022 წელს ანსამბლი საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები