ნინი გიორგაძე სრული დაფინანსებით 𝗦𝘁𝗮𝗻𝗳𝗼𝗿𝗱 – ის უნივერსიტეტში ჩაირიცხა

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული ნინი გიორგაძე სრული დაფინანსებით  ( წელიწადში $𝟰𝟯,𝟬𝟬𝟬 ) და მაქსიმალური სტიპენდიით (წელიწადში $𝟱𝟭,𝟲𝟬𝟬 ) 𝗦𝘁𝗮𝗻𝗳𝗼𝗿𝗱 – ის უნივერსიტეტის სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის ( 𝗖𝗶𝘃𝗶𝗹 𝗮𝗻𝗱 𝗘𝗻𝘃𝗶𝗿𝗼𝗻𝗺𝗲𝗻𝘁𝗮𝗹 𝗘𝗻𝗴𝗶𝗻𝗲𝗲𝗿𝗶𝗻𝗴 ) სადოქტორო პროგრამაზე ჩაირიცხა.

„I got accepted into Stanford!!! 🇺🇸

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ჩემს ცხოვრებაში:  სრული დაფინანსებით (წელიწადში $43,000) და მაქსიმალური სტიპენდიით (წელიწადში $51,600) ჩავირიცხე სტენფორდის უნივერსიტეტის სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის (Civil and Environmental Engineering) სადოქტორო პროგრამაზე.

ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი შესაძლებლობა, დავიწყო სრულიად ახალი ეტაპი, მივიღო საუკეთესო განათლება და გამოცდილება ინჟინერიის დარგში. ჩავატარებ კვლევას განახლებადი ენერგიების (Renewable Energy) მიმართულებით. ჩემი მთავარი მიზანი და გულწრფელი სურვილი, რომელმაც განაპირობა სადოქტორო პროგრამაზე ამ განხრით ჩაბარებაც, არის მიღებული გამოცდილება გამოვიყენო საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებაში 🇬🇪”, – წერს ნინი გიორგაძე თავის ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები