მწერალთა სახლში გამოფენა “Virymo u Peremogu!” (ჩვენ გვჯერა გამარჯვების) გაიმართება

მწერალთა სახლის ინფორმაციით, 24 თებერვალს, უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიების ფარგლებში, მწერალთა სახლში გამოფენა “Virymo u Peremogu!” (ჩვენ გვჯერა გამარჯვების) გაიმართება. პროექტი აერთიანებს უკრაინელი ბავშვების ნახატებს, რომლებიც ომისა და მშვიდობის თემატიკაზეა შექმნილი. გამოფენასთან ერთად ადგილზე შეძლებთ შეიძინოთ უკრაინის თემატიკაზე შექმნილი ბარათები და გულსაბნევები. შემოსული თანხა კი მთლიანად საქველმოქმედო ფონდებში გადაირიცხება.

„ეს საქველმოქმედო პროექტი ერთგვარი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი გრძნობები, პირისპირ შეხვდნენ შიშსა და სასოწარკვეთას, იოცნებონ და დაიჯერონ ნანატრი გამარჯვება. და ამავდროულად, ეს არის შანსი მათთვის და მათი მშობლებისთვის, მონაწილეობა მიიღონ და წვლილი შეიტანონ დიდ საერთო საქმეში.

ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ უკრაინელ მებრძოლებს, მათ, ვინც წავიდა ჩვენი ქვეყნის დასაცავად, იძულებული გახდა დაეტოვებინა ნათესავები და მეგობრები. ჩვენი მოხალისეები უკრაინაში გვეხმარებიან საავადმყოფოებსა და სამხედრო საგუშაგოებზე  ბროშურებისა და ღია ბარათების გავრცელებაში.

გარდა ამისა, ღია ბარათებსა და სამკერდე ნიშნებს ვყიდით საქართველოსა და ლატვიაში. შეგროვებულ თანხას მთლიანად ვურიცხავთ საქველმოქმედო ცენტრებსა და საავადმყოფოებს, სადაც მკურნალობენ დაშავებულ უკრაინელ ბავშვებს. 2023 წლის თებერვლისთვის ჩვენ შევძელით რომ შეგვეგროვებინა 2800 ევროზე მეტი.

ჩვენი მიზანია გავაფართოოთ ჩვენი პროექტი და მადლობელი ვიქნებით ნებისმიერი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ერთიანობა და სოლიდარობა, რწმენა უკრაინისა და მისი დამცველებისადმი მიგვიყვანს გამარჯვებამდე! ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ერთად გავიმარჯვებთ!“ – ირინა ჟურბინა, გამოფენის ორგანიზატორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები