25 ქართული კომპანია Gulfood 2023-ში მონაწილეობს

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 20-24 თებერვალს, 25 ქართული კომპანია სასმელი და საკვები პროდუქციის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში „Gulfood 2023“ მონაწილეობს.

“Gulfood 2023” ტრადიციულად დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმართება და  ყოველწლიურად საშუალოდ 100 000 ვიზიტორს მასპინძლობს. Gulfood-ზე მონაწილეობა, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების გარდა, თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებელს შეუძლია.

„გამოფენაზე ქართული დელეგაცია პროდუქტების საკმაოდ მრავალფეროვანი  ჯგუფით არის წარმოდგენილი. კერძოდ, საქართველოს სტენდებზე წარმოდგენილია: თხილისა და თხილის პროდუქტების, კაკლის, ნუშის, ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების, ცოცხალი გადამამუშავებელი ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვანი პროდუქტების, ცოცხალი ცხვარისა და ახალი ცხვრის ხორცის, სხვადასხვა კონსერვირებული ხორცპროდუქტების, თაფლისა და ა.შ მწარმოებელი კომპანიები.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, შემუშავდა საქართველოს პავილიონის სტენდის დიზაინი. ამასთან, ქართული კომპანიები B2B შეხვედრებს გამართავენ საერთაშორისო კონსულტანტის მიერ შერჩეულ შემსყიდველებთან“, – ნათქვამია „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები