მოჭიდავეთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა საერთო გუნდურ ჩათვლაში.

63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი შოთაძემ შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონი გახდა.

დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ), ცოტნე ანანიძემ (77 კგ) და ლაშა ტვილდიანმა (97 კგ) ვერცხლის მედალი, ხოლო რომეო ბერიძემ (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ), საბა მამალაძემ (82 კგ), აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ), ლუკა გაბისონიამ (97 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (125 კგ) – ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები პოლონეთში მთავარმა მწვრთნელმა სოსო ჯაბიძემ და მწვრთნელებმა: მიხეილ მელუამ და მარად სურმანიძემ ჩაიყვანეს. ექიმ-რეაბილიტოლოგი – გიორგი მურცხვალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები