საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ტურნირი ბაკურიანში იმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს.

გუშინ, 18 თებერვალს, ბაკურიანში  მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელიც „მოძრაობის თეატრმა“ გახსნა. ქართული ხალხური მუსიკის ფონზე, სცენაზე 42 მონაწილე ქვეყანა წარადგინეს.

ბაკურიანში მოეწყო ოლიმპიური სოფელი.

მსოფლიო ჩემპიონატი 5 მარტამდე გაგრძელდება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები