მხატვარ ირაკლი მდივანის 22 უნიკალური ესკიზი სამშობლოში დაბრუნდა

მხატვარ ირაკლი მდივანის ნამუშევრებზე აქამდე ქართულმა საზოგადოებამ არაფერი იცოდა – ამის შესახებ ინფორმაციას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ავრცელებს და ხელოვანის უცნობ ნამუშევრებს გვიზიარებს.

“დღემდე მეგონა, რომ ქართულ მოდერნიზმს პეტრე ოცხელის სახით ერთადერთი კაშკაშა ვარსკვლავი ჰყავდა, თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი ალმასი აკიაფდა. დიახ, არ გეჩვენებათ, ეს ნახატები, რომლებშიც აშკარად იგრძნობა ოცხელისეული მოდერნიზმის ესთეტიკა, მხატვარ ირაკლი მდივანს ეკუთვნის, მდივანის ასეთი ნახატები ქართულ საზოგადოებას დღემდე არ უნახავს…

ამ დონის ორი მხატვარი ერთ ეპოქაში?! ეს უკვე დიდი განაცხადია არა ჩვენი ეროვნული კულტურისათვის?! ეს 22 უნიკალური ესკიზი სამშობლოში გალერისტმა ხათუნა ჩხეიძემ დააბრუნა, კულტურის მინისტრის პირადი ძალიახმევითა და მხარდაჭერით კი სახელმწიფომ ჩვენი მუზეუმის კოლექციისთვის შეიძინა…

ასე რომ, ქართულ სახვით ხელოვნებას კიდევ ერთი დიდებული სახელი შეემატა. ირაკლი მდივანი სიცოცხლეში არ იყო დაფასებული, არცაა გასაკვირი, ჩვენში ხომ ხშირად “უღირსებს უსამართლოდ ადგამენ დაფნას”… ამ მუდმივი ეროვნული სენით გულნატკენ მხატვარს კი ერთ-ერთ ესკიზზე საბჭოთა მენტალობის ქართველების გასაგონად მიუწერია: “ყალბია სიტყვა ყოველ ქართველის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები