ქართული სიწმინდეები ლიეტუვაში ჩააბრძანეს

ლიეტუვაში ქართული სიწმინდეები ჩააბრძანეს. ხატში “ყოვლადწმინდა სამების დიდება” ჩაბრძანებულია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელისა და ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილები. ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ავრცელებს.

მათი ცნობით, ვილნიუსისა და ლიეტუვის მიტროპოლიტ ინოკენტის ლოცვა-კურთხევით, ხატი ქ. ვილნიუსში იყო დაბრძანებული. შემდეგ გადააბრძანეს ქ. პალანგის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ სიწმინდე ქ. კლაიპედის ღვთისმშობლის საფარველისა და მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის ტაძარში დააბრძანეს.

წმინდა სპირიდონისა და ღირსი გაბრიელის ,,ორმაგი ხატი” დაიწერა და მოგზაურობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. ლიეტუვაში ხატი ჩააბრძანეს მამა გაბრიელის შესახებ ფილმის ავტორებმა. მათი საშუალებით მსოფლიოში არა ერთმა მორწმუნემ გაიცნო ღირსი გაბრიელი.

ქ. კლაიპედაში გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება ,,მამა გაბრიელი” და შეხვედრა ფილმის ავტორებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები