სოფიაში ევროპის ღია პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა

სოფიაში ევროპის ღია პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით ვაჟთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

შეჯიბრების პირველ დღეს ოქროს მედალი კოტე კაპანაძემ (-73კგ) მოიპოვა. ასევე ოქროს მედალი მოიპოვეს გიორგი ჯაბნიაშვილმა (-81კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100კგ). მიხეილ ჯაფარიძემ  კი მესამე ადგილს დასჯერდა და (-100კგ) ბრინჯაოს მედალი  მოიპოვა.

16-18 თებერვალს, ისრაელის ქალაქ თელ-ავივში, ძიუდოს გრანდ სლემი შედგება, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 6 კაცით იასპარეზებს  შემდეგი შემადგენლობით: 60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, 66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე, 73 კგ: მიხეილ ბახბახიშვილი, 90 კგ: ბექა ღვინიაშვილი, 100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები