ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები საფრანგეთში, გამოფენაში „VinExpo Paris” მონაწილეობენ

პარიზში საერთაშორისო გამოფენა „VinExpo Paris” მიმდინარეობს, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მონაწილეობს.

სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს 52 ქვეყნის 3 ათასზე მეტი მწარმოებელი საკუთარ პროდუქციას გამოფენის 30 ათასამდე ვიზიტორს წარუდგენს.

სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება გამოფენის ფარგლებში მოწყობილ სპეციალურ სადეგუსტაციო სივრცეებშიც.

მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ღონისძიებაში მონაწილეობა ზრდის ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობას  და მეწარმეებს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების შესაძლებლობებს აძლევს. გამოფენაზე თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები