ნიკა ვარდოშვილი სწავლას Vanderbilt University-ში განაგრძობს

დღეს ნიკა ვარდოშვილს გაგაცნობთ. მან სკოლა-პანსიონი კომაროვი 2022 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა. ნიკა სწავლას Vanderbilt University-ში განაგრძობს. უნივერსიტეტმა მას სრული დაფინანსება მიანიჭა 380000$-ის ოდენობით. Vanderbilt University არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ამერიკაში, ტენესის შტატში.

ნიკა ძალიან აქტიური მოსწავლე იყო: იგი მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის M ვექტორის ორგზის გამარჯვებულია. “Gulf-ის სასტიპენდიო პროგრამის” სტიპენდიატი.

2021-2022 სასწავლო წლებში იყო სკოლის თვითმმართველობისა და დისციპლინური კომიტეტის წევრი. ასევე, 2021 წელს ქიმიისა და ბიოლოგიის ოლიმპიადა “ლავუაზიეს წრის” მეორე ადგილოსანი, 2022 წელს უნივერსიტეტ „ბთუ“-ს და მათემატიკოსთა კავშირის მიერ ორგანიზებული მათემატიკის ოლიმპიადის ერთ-ერთი გამარჯვებული და 2020 და 2021 წლებში ფიზიკისა და მათემატიკის ეროვნული ოლიმპიადების ფინალისტი.

ნიკა ვარდოშვილი არის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის Alumni Network-ის წევრი, რომლის მიზანია ამიერკავკასიის ქვეყნებიდან ახალგაზრდების დაკავშირება და მათი ჩართულობის გაზრდა გარემოში არსებული პრობლემების გადაწყვეტის პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები