მიუნხენში დასრულებულ ქალთა გრან-პრის გათამაშების II ეტაპზე ნანა ძაგნიძე მესამე ადგილზე გავიდა

შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ მიუნხენში დასრულებულ ქალთა გრან-პრის გათამაშების მეორე ეტაპზე.

ქართველმა დიდოსტატმა 11-დან 6,5 ქულა დააგროვა  და მესამე ადგილზე გავიდა. ნანამ, ტურნირზე ნათამაშებ 11 პარტიაში 3-ჯერ იზეიმა გამარჯვება, 7 ყაიმით დაასრულა და მხოლოდ ერთ შეხვედრაში განიცადა მარცხი.

პირველ ადგილზე 11-დან 7,5 ქულით, ფიდეს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კოსტენიუკი გავიდა, ხოლო მეორეზე ინდოელი ჰამპი კონერუ.

ქალთა გრან-პრის გათამაშებაში სულ 16 ქალი-მოჭადრაკე მონაწილეობს და თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი 80 000 ევროა.

ფიდეს ქალთა გრან-პრის სერიის ფარგლებში 4 ეტაპი გაიმართება და აქედან თითოეული მონაწილისთვის 3 ტურნირშია სავალდებულო თამაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები