ლიუბლიანის საერთაშორისო ტურნირზე Dragon Trophy” ინგა გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა

10-11  თებერვალს, სლოვენიის  დედაქალაქ ლიუბლიანაში გაიმართა  საერთაშორისო  ტურნირი Dragon Trophy”, რომელშიც იუნიორი  სპორტსმენები მონაწილეობდნენ. გოგონათა კატეგორიაში ტურნირზე ქართველი მოციგურავე ინგა გურგენიძე ასპარეზობდა.

თავისუფალ პროგრამაში ინგამ, სხვა  სავალდებულო ელემენტებთან ერთად, 7 ნახტომითი ელემენტი  შეასრულა, მათ  შორის სამი, კომბინაციაში. ერთ – ერთი კომბინაცია შესრულდა სამნახევარ აქსელთან. ინგამ ამავე პროგრამაში მეორე, სოლო  სამ-ნახევარი აქსელიც შეასრულა და ორი პროგრამის ჯამში, 35 მონაწილე სპორტსმენს შორის, 177,82 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა.

ინგა გურგენიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც 5 თებერვლიდან 27 მარტამდე კანადაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები