გიორგი შერმადინმა საკონტინენტთაშორისო თასი მეორედ მოიგო

ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი ფიბას საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშების გამარჯვებულია. “ლენოვო ტენერიფემ” ფინალურ მატჩში “სან პაულო” დამაჯერებლად – 89:68 დაამარცხა.  გუნდმა შეხვედრის ყველა მეოთხედი მოიგო და საბოლოოდ 21-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა.

გიორგი შერმადინმა თითქმის 20 წუთის განმავლობაში ითამაშა. ქართველი ცენტრის ანგარიშზე 12 ქულა და ექვსი მოხსნა დაგროვდა. “ლენოვო ტენერიფემ” სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინმა გასულ წელს “ჩემპიონთა ლიგა” მოიგო, 2021 წელს კი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები