სანდრო ბაზაძემ ვარშავის მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

Warsaw, 10-12 February 2023 Sabre Men In photo: KACZKOWSKI Kryzsztof POL vs BAZADZE Sandro GEO Photo Luca Pagliaricci / Bizzi Team

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ვარშავის მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში მან კრშიშტოფ კაცზსკოვსკისთან დათმო შეხვედრა 13-15.

სანდრო ბაზაძემ მიმდინარე 2022/23 წლების სეზონში ჩატარებულ ოთხივე პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო თასი და გრან-პრი) ფინალში იასპარეზა. ალჟირის მსოფლიო თასსა და ტუნისის გრან-პრიზე ჩემპიონი გახდა, ორლეანის გრან-პრიზე და ვარშავის მსოფლიო თასზე კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ამასთან ერთად, გრძელდება უნიკალური მიღწევა – გასული სეზონიდან მოყოლებული სანდრო ბაზაძე ზედიზედ მეშვიდე პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი) მოხვდა საუკეთესო სამეულში.

დღეს, 12 თებერვალს, ვარშავაში მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება. T32-ში 13:30-ზე საქართველოს ნაკრები (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გოგა კაკაურიძე, ლაშა კუჭუხიძე) ტუნისის ნაკრებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები