ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა 6 მედალი მოიპოვეს

ცნობილი გახდა ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადის შედეგები ინფორმატიკაში, რომელშიც, როგორც ყოველთვის, წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოსწავლეებმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ასოცირებული პროფესორი ზაზა გამეზარდაშვილი ავრცელებს.

  • 2 ოქრო – ქეთევან ციმაკურიძე და ლუკა მოსიაშვილი
  • 3 ვერცხლი – თარაშ დოლაბერიძე, ლუკა მელაძე და ირაკლი სულამანიძე
  • 1 ბრინჯაო – ნინო ჩხაიძე

თარაშ დოლაბერიძე ქუთაისის რაზმაძის სახელობის სკოლის მოსწავლეა, ხოლო ქეთევან ციმაკურიძე, ლუკა მოსიაშვილი, ლუკა მელაძე, ირაკლი სულამანიძე და ნინო ჩხაიძე კომაროველები არიან და პარალელურად “მზიურშიც” მეცადინეობენ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები