„ART FROM LEONARDO DA VINCI To TODAY“-ში თამაზ ხარიტონაშვილის ბიოგრაფია და ნამუშევრებია წარმოდგენილი

ცოტა ხნის წინ გამოვიდა ხელოვნების მუზეუმის წიგნი „ART FROM LEONARDO DA VINCI To TODAY“, სადაც ქართველი ემიგრანტი მხატვრის თამაზ ხარიტონაშვილის ბიოგრაფია და ნამუშევრებია წარმოდგენილი. ინფორმაციას მის შესახებ წიგნში 5 გვერდი დაეთმო და ასევე განთავსდა წინა ყდაზე.

თამაზ ხარიტონაშვილი წლებია ამერიკაში ცხოვრობს, ის ნიუ-იორკის მხატვართა ასოციაციის წევრია (Member of the New York Artists Equity Association) მონაწილეობას აქვს მიღებული არა ერთ საერთაშორისო გამოფენაში,  განსაკუთრებული ტექნიკით შექმნილი მისი ქანდაკებები და მოზაიკა ამერიკის შეერთებული შტატებში მრავალ შენობასა და ეკლესიას  ამშვენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები