დადიანების სასახლეში გამართული მეჯლისების შესახებ მომზადებულმა სატელევიზიო ფილმმა ორ საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა

დადიანების სასახლეში გამართული მეჯლისების შესახებ მომზადებულმა სატელევიზიო ფილმმა მიუნხენის “NEW WAVE SHORT FILM FESTIVAL”-ზე ორ საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა. ინფორმაციას „ზუგდიდელები“ ავრცელებს.

მიუნხენის “NEW WAVE SHORT FILM FESTIVAL”-ი გახლავთ კინოფესტივალი, რომელიც დაფუძნებულია გერმანიაში და სამი წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო კინოინდუსტრიაში.

“ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი როლი ვითამაშოთ ახალი ტალღის ფორმირებაში და ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ისეთი ფილმების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებული გზავნილის მატარებლები არიან.” – აღნიშნულია ფესტივალის ვებგვერდზე.

კინოფესტივალის მიზანია მხარი დაუჭიროს შედარებით დაბალ ბიუჯეტიან ფილმებს , რომლებიც გადმოსცემენ უნიკალურ ისტორიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები