ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივას ლონდონი უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 10 და 11 თებერვალს კინოთეატრში The Garden Cinema მაყურებელი დიდ ეკრანზე ელდარ შენგელაიას ფილმებს: „ცისფერი მთები“ და „თეთრი ქარავანი“ იხილავს.

კინოჩვენებების პარალელურად, 9 თებერვლიდან ლეგენდარული ქართველი რეჟისორის 5 ფილმი („ცისფერი მთები“, „თეთრი ქარავანი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“ და „სავარძელი“) განთავსდება ონლაინპლატფორმაზე „კლასიკი“.

ლონდონის რეტროსპექტივა ეძღვნება ელდარ შენგელაიას 90 წლის იუბილეს. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები