ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ჩემპიონია

პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის მოქმედმა ტრიუმფატორმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა მაისურაძემ (90კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ჩეხი დავიდ კლამერტი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლაშა შავდათუაშვილმა 2022 წლის შედეგი გაიმეორა და პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები