გიგიშა აბაშიძის ფილმს „უხერხემლო“ ფინეთში საკონკურსო პროგრამაში აჩვენებენ

გიგიშა აბაშიძის ფილმს „უხერხემლო“ ფინეთში, ტამპერეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში აჩვენებენ.

„უხერხემლო“ შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმში მთავარ როლებს ია შუღლიაშვილი და არჩილ ქიქოძე ასრულებენ.

„უხერხემლო“ ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ სოფელში ვითარდება. გადაღებები გურიაში მიმდინარეობდა.

ტამპერეს კინოფესტივალი ევროპაში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული ფესტივალია, რომელიც წელს 8-12 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები