ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია

პარიზის პრესტიჟულ გრანდ სლემს 5 კონტინენტის 82 ქვეყნის ძიუდოისტი ეწვია. მათ შორის არის საქართველოს ნაკრებიც, რომელმაც პარიზის ტატამზე პირველი მედალი მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან მორიგ დიდ  წამატებას მიაღწია ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა.

-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ყველაზე ტიტულიანი ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრებას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა დომინიკელი, იტალიელი, ყაზახი და კორეელი მოწინააღმდეგეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბრაზილიელ დანიელ კარგნინს ერთ წუთში იპონით მოუგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილი 2022 წლის პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულიც არის.

პარიზის გრანდ სლემის მეორე დღეს საქართველოს ნაკრები სუპერ შემადგენლობით იასპარეზებს

ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები