პარიზის გრანდ სლემი დაიწყო, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 12 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს

წლის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრება – პარიზის გრანდ სლემი დაიწყო, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 12 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

პირველ დღეს მამაკაცებიდან: 60, 66 და 73 კგ, ქალებიდან კი 48, 52, 57 და 63 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ.

პარიზის გრანდ სლემზე, 60 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას თემურ ნოზაძე დაიცავს. თემურ  ნოზაძე ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, ავსტრალიელი – ჯოშუა კაცი იქნება. ავსტრალიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი 1/8-ფინალში გავა, სადაც ფრანგ – ტეო რაოლ ჰერბერსა და ეკვადორელ – ხუან აიალას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშს ქვეშ ბაგრატ ნინიაშვილი იასპარეზებს, რომელიც ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც ეკვადორელი მეტოქე – ლენინ პრესიადო ეყოლება. ეკვადორელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში მისი მეტოქე, თურქ – იბრაჰიმ დემირელსა და გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ქართველ – გურამ ძავაშვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

73 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ამ წონითი კატეგორიის ლიდერი – ლაშა შავდათუაშვილი. შავდათუაშვილი ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს და მისი მეტოქე, დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ – ანტონიო ტორნალსა და ლიეტუველ – კესტუსის ვიტკაუსკას შორის გამარჯვებული იქნება.

57 კგ წონით კატეგორიაში გამოვა მარიამ ციხელაშვილი. იგი ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც კუბელი მეტოქე – არნაეს ოდელინ გარსია ჰყავს. კუბელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი ქართველი ფალავანი, იაპონელ – ჰარუკა ფუნაკუბოს შეხვდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00 დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები