იაპონურმა გამომცემლობამ “Seikaisha” “ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო” გამოსცა

მთელი იაპონიის მასშტაბით იყიდება წიგნი “ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო”, რომელიც იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას და საელჩოს თანამშრომლის, დავით გოგინაშვილის თანაავტორობით დაიწერა. წიგნად კი ცნობილმა იაპონურმა გამომცემლობამ “Seikaisha” გამოსცა.

ეს წიგნი იაპონელ მკითხველს შესაძლებლობას აძლევს ელჩის თვალით დანახულ საქართველოს გაეცნოს. გაიგოს ჩვენი ქვეყნის მდიდარი წარსულის, მრავალფეროვანი კულტურის, ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მეღვინეობის ტრადიციისა თუ სამზარეულოს უნიკალურობის შესახებ.

წიგნზე მუშაობა თითქმის ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. პროექტის მიზანს კი, იაპონიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდასთან ერთად, ტურიზმის წახალისება და ქართული კულტურის კიდევ მეტად პოპულარიზება წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები