ანტვერპენში სპექტაკლები „შინდისის გმირები“ და „იავნანამ რა ჰქმნა“ გაიმართა

2023 წლის 28 იანვარს ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენში წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიასთან არსებული საბავშვო თეატრის „ჩვენ დავბრუნდებით“ მონაწილეობით სპექტაკლები „შინდისის გმირები“ და „იავნანამ რა ჰქმნა“ გაიმართა.

თეატრალურ წარმოდგენაში, ანტვერპენის საბავშვო თეატრის მოყვარულ მსახიობებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრის „დაბრუნება“ წარმომადგენლებმა, პროფესიონალმა მსახიობებმა მარჯანიშვილის სახელობის თეატრიდან, აზერბაიჯანიდან და ლიეტუვადან. ღონისძიება მხარდაჭერილი იყო ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიისა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია და ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ.

ანტვერპენში წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული წრისა და საბავშვო თეატრის აღსაზრდელებმა მაყურებელს შთამბეჭდავი პროგრამა წარუდგინეს და ემიგრაციაში მყოფ დიასპორის წარმომადგენელებს თავი საქართველოში აგრძნობინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები