პარაძიუდოისტი ნუკრი მიღრიჯანაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა გუნდმა 2023 წლის პირველი ასპარეზობა წარმატებით დაიწყო .

პარაძიუდოში პორტუგალიაში მიმდინარე ალმადა – 2023 წლის გრან-პრის გათამაშებაზე ნუკრი მიღრიჯანაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მიღრიჯანაშვილმა  60კგ.წონით კატეგორიაში პირველი შეხვედრა მოუგო მექსიკელ პარასპორტსმენს, ნახევარ ფინალში  ყირგიზი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ფინალში კი  ჩვენმა ფალავანმა ტატამზე ყაზახ ანაუ სარიევთან დათმო ბრძოლა, მეორე ადგილზე გავიდა  და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები