ქართველმა ძიუდოისტებმა ოქროს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს

პორტუგალიაში, ალმადას გრან-პრის დასკვნით დღეს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ორმა წევრმა ფინალში იასპარეზა და ერთმა მათგანმა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა შეძლო, ხოლო მეორემ ვერცხლის მედალი მიიღო.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაუმარცხებლად იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა ილია სულამანიძე.

იგი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. წმინდა გამარჯვებები მოიპოვა პორტუგალიელ, ავსტრიელ, უკრაინელ და ჩეხ მეტოქეებთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იაპონელ დოტა არაის ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი იპონით დაამარცხა.

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა მძიმეწონოსან საბა ინანეიშვილს. იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა რუმინელი, სლოვენიელი, მონღოლი და ბრაზილიელი მოწინააღმდეგეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ვაზარით დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელ კორეელ მინიონ კიმთან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები