საქართველოს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა გადაეცა

ჯულიას (იტალია) რეგიონში დასრულდა ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც იტალია 21-28 იანვრის ჩათვლით მასპინძლობდა. ფესტივალში  სპორტის 13 სახეობაში, 47 ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში 8 სპორტსმენმა იასპარეზა.

ჩვენი გუნდიდან დიდ წარმატებას მიაღწია ქართველმა მოციგურავემ კონსტანტინე სუპატაშვილმა, რომელიც  ევროპის XVI  ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ცერემონიის დასასრულს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა EOC-ის დროშა გადასცა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ოთარ არბოლიშვილს.

ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო, კერძოდ ბაკურიანი 2025 წელს უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები