ვაროშმაიორის ტაძარში უნგრული ბენდის “Vardis Kucha” კონცერტი გაიმართა

17 დეკემბერს ბუდაპეშტში, ვაროშმაიორის ტაძარში უნგრული ბენდის “Vardis Kucha” კონცერტი გაიმართა.

უნგრელმა მუსიკოსებმა წარმოადგინეს საშობაო საგალობლები  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ქართული ხალხური და პოპულარული სიმღერები. ყოველი სიმღერის შესრულებას წინ უძღოდა მოკლე მონათხრობი საქართველოს რეგიონების თავისებურებებისა და მათი სასიმღერო ტრადიციების შესახებ, კონცერტი ასევე მოიცავდა ე.წ. “ინტერაქტიურ” ნაწილს – მსმენელები, რომლებსაც წინასწარ დაურიგდათ ქართული სიმღერების ტექსტი, ბენდთან ერთად ამღერდნენ.

კონცერტს საქართველოს ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს შორის იყვნენ უნგრეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები