თსკ-ის სტუდენტებმა რიგაში ჩატარებული ფესტივალის შემაჯამებელ გალა კონცერტში მიიღეს მონაწილეობა

ნოემბრის ბოლოს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებმა ზურა ნაყეურმა (სოლო აკადემიური სიმღერა, სამაგისტრო პროგრამის II კურსი) და მარიამ მიქელთაძემ  (კლავიშიანი საკრავები, სამაგისტრო პროგრამის I კურსი) ორგანიზაცია „სამშობლოს“ მიერ ჩატარებული ფესტივალის შემაჯამებელ გალა კონცერტში მიიღეს მონაწილეობა.

ლატვიელმა მსმენელმა მოუსმინა კიაზოს არიას ზ. ფალიაშვილის ოპერიდან „დაისი“ და რ. ლაღიძის რომანსს „ჩივილი“.

ზურა ნაყეური (რიგა, ლატვია) და მარიამ მიქელთაძე (ტალინი, ესტონეთი) საზღვარგარეთ კრედიტ-მობილობის ფარგლებში სწავლობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები