Make Way For The New Generation-ი&მაესტრო მერაბ ებრალიძე საშობაო გრანდიოზულ გალა-კონცერტზე გეპატიჟებათ

23 დეკემბერს, 19:30-ზე, მანჰეტენზე, BARUCH PERFORMANCE ART OF CENTER-ში, Make Way For The New Generation-ი და მისი დამაარსებელი და პრეზიდენტი მერაბ ებრალიძე წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის საშობაო გრანდიოზული გალა – კონცერტს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაცია Make Way For The New Generation-ის მიერ საქართველოში  გამართული პროექტის (2019 და 2020 წლის) გამარჯვებულები, AMERICAN PROTEGE INTERNATIONAL COMPETITION-ის გამარჯვებული ლაურეატები და მრავალი საერთაშორისო კონკურსების და ფესტივალების ლაურეატები და ვირტუოზი მუსიკოს შემსრულებლები.

ასევე, გალა – კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად მოწვეული ახალგაზრდა უნიჭიერესი პროფესიონალი მუსიკოს შემსრულებლები და ამერიკაში (ნიუ – იორკში)  მოქმედი ყველა ქართული კულტურის ცენტრში მოღვაწე ახალგაზრდა და ნორჩი მუსიკოს შემსრულებლები.

გალა – კონცერტზე თქვენ მოუსმენთ და ისიამოვნებთ კლასიკური მუსიკის ცნობილი საფორტეპიანო, სავიოლინო, ვოკალური, სასულე, საესტრადო, საბალეტო და ხალხური ჰიტებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები