ათენის საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ათენის ყოველწლიურ საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო ქართული სტენდი და კულტურული პროგრამა.

საელჩოსთან თანამშრომლობით, ათენის ქართული დიასპორის წევრებმა წარმოადგინეს ქართული რეწვის ნიმუშები,  ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები, ქართული ღვინო, საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი მასალა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ათენის ქართულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა „კავკასია“  და „ივერიელები”.

საქველმოქმედო საშობაო ბაზრობაზე, ტრადიციულად, საქართველოს საელჩოსთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ათენში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა და დიასპორულმა ორგანიზაციებმა. საშობაო ბაზრობის ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია “ბავშვის მეგობრები” და შემოსული თანხა გადაირიცხა საქველმოქმედო ფონდში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები