რომან დოლიძემ ჰერმანსონი ნოკაუტით დაამარცხა

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში მეშვიდე ბრძოლა გამართა და საშუალო წონის რეიტინგში მერვე ადგილზე მყოფ ჯეკ ჰერმანსონს დაუპირისპირდა.

მან ნორვეგიელი მოწინააღმდეგე მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ეს მისი UFC-ში ნოკაუტით ზედიზედ მესამედ გამარჯვებაა.

ამ გამარჯვებით რომან დოლიძეს საშუალო წონის დივიზიონში დაწინაურდება და საუკეთესო ათეულში მოხვდება.

რომან დოლიძემ მომდევნო ბრძოლაში დაუმარცხებელი ჩეჩენი სპორტსმენი ხამზატ ჩიმაევი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები