ირმა ხეცურიანი ევროპის ჩემპიონია

ეტლით ფარიკაობაში, ვარშავის კონტინენტის  პირველობაზე,  ირმა ხეცურიანმა რაპირით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ხეცურიანმა ნახევარფინალში ბრძოლა მოუგო  უკრაინელ ოლგა იესინას ანგარიშით 15:2, ფინალში კი იტალიელი ბიაჯინი დაამარცხა 15:3 და ოქროს მედალი აიღო.

ამავე ტურნირზე ასპარეზობისას, ნინა თიბილაშვილმა მეორე მაღალი სინჯის მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს.

თიბილაშვილმა  რაპირით ბრძოლაში  მესამე ადგილის მოსაპოვებლად დაამარცხა უნგრელი ამარელა ვერესი ანგარიშით 15:3 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, ვარშავის ევროპის ჩემპიონატზე ხმლით ფარიკაობაში, ნინა თიბილაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები