ისრაელში საქართველოს  კლასიკური მუსიკის დღეები მიმდინარეობს

საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, 1 დეკემბერს, ისრაელის ჩრდილოეთში, კფარ ბლუმში, מלון פסטורל כפר בלום Pastoral Hotel  საქართველოს  კლასიკური მუსიკის დღეები დაიწყო. სასიამოვნო და მაღალი დონის სამდღიანი დღესასწაული თამარ მახარაძის სოლო კონცერტით  დაიწყო.

თამარმა ისრაელელ შემსრულებლებთან ერთად, იოსებ ბარდანაშვილის ნაწარმოები – Piano Trio #2 შეასრულა. მის შემდეგ კი – ბექა გოჩიაშვილი წარდგა მსმენელის წინაშე.

დღეს ალექსანდრე კორსანტია წარადგენს ჩვენს ქვეყანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები