ნიუ-იორკში საქართველო-აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

2022 წლის 15 ნოემბერს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ დარბაზში, ამერიკის პოლონური კულტურის ცენტრში, საქართველო-აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საზეიმო გალა-კონცერტი ქართველი და ამერიკელი საოპერო მომღერლების მონაწილეობით,  ღვინის პრეზენტაცია ქართული ხალხური მუსიკის თანხლებით და ქართველი მხატვრის, ეთერ ჭკადუას ნამუშევრების გამოფენა.

სტუმებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანმა. დამსწრე საზოგადოებამ ასევე მოისმინა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის ვიდეო მიმართვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, დავით ბაქრაძე, სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები, ამერიკაში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეწარმეები და ხელოვნების დარგის წარმომადგენლები.

ღონისძიების ორგანიზატორი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი მადლობას უხდის ღონისძიების პარტნიორებსა და მხარდამჭერებს: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურისა და განათლების ფონდს, ამერიკული კულტურის ცენტრს, აჭარა ჯგუფს, ასოციაცია ქართულ ღვინოს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში.

პროექტის მენეჯერი, რუსუდან მაცაბერიძე – თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საერთაშორისო ურთიერთობებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები