ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ – საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი საგანგებო პროგნოზს შესახებ აფრთხილებს.

„გიზიარებთ საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც  ამინდის საგანგებო პროგნოზს ავრცელებს და ძლიერი კლიმატური ფენომენის შესახებ გვატყობინებს.

ამინდის მკვეთრი  გაუარესება მოსალოდნელია შაბათს საღამოდან და გაგრძელდება კვირას შუადღემდე, ატიკის, კორინთოსა და არგოსარონიკოს რეგიონებში.

საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახური, მოუწოდებს მოქალაქეებს გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე თავი შეიკავონ ყოველგვარი გადაადგილებისაგან!!!

ასევე, მკაცრად დაიცვან  სამოქალაქო დაცვის სამსახურის ინსტრუქციები და  აუცილებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ საბერძნეთის სამაშველოს სამსახურს ნომერზე – 112

ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – https://www.civilprotection.gr/el/entona-kairika-fainomena

აქვე გაცნობებთ, რომ საელჩოში 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს  ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ ნომერზე –  +306995779793.

გისურვებთ ჯანმრთელობას!!!“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები