საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ROUTES WORLD 2022-ში მონაწილეობს

16-18 ოქტომბერს, ლას – ვეგასში საავიაციო ფორუმი ROUTES WORLD 2022 იმართება. ღონისძიებაზე მსოფლიოს მასშტაბით ავიაკომპანიებიდან და აეროპორტებიდან 2000-ზე მეტი გადაწყვეტილების მიმღები პირები იკრიბებიან. საქართველოდან ფორუმში მონაწილეობას აეროპორტების გაერთიანება (UAG) იღებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რიგით 27-ე ROUTES WORLD-ზე ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით პრეზენტაციებსა და შეხვედრებს მართავს.

ავიაფორუმი საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე, მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები