ჭაბუკმა მოკრივეებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწიეს

საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ მონტესილვანოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა.

ტურნირზე პირველი ოქრო 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზვიად ჭოჭუამ მოიპოვა. ასპარეზობის ბოლო დღეს კი ევროპის ჩემპიონი 75 კილოგრამი წონითი კატეგორიის მოკრივე გიორგი ნატროშვილი გახდა.

ბრინჯაოს მედლებს კი  ლევან დემუროვი (54 კგ.) და სამველ კაზარიანი (80 კგ.) დაეუფლნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კადეტ მოკრივეთა ნაკრები ტურნირზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები