თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში მარკ ბარანის საჯარო ლექცია გაიმართება

თბილისის ფოტოფესტივალის პარტნიორი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ ცნობილი თანამედროვე ფრანგი არქიტექტორის – მარკ ბარანის საჯარო ლექციაზე, რომელიც 6 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში გაიმართება.

მარკ ბარანი, 1988 წლიდან მოქმედი არქიტექტორი, ფართო საზოგადოებამ 1992 წლიდან გაიცნო მას შემდეგ, რაც მან წმინდა პანკრას სასაფლაოს გაფართოება დააპროექტა როკბრუნ-კაპ მარტენში (საფრანგეთის სამხრეთში).

2008 წელს, ახალი და უნიკალური მულტიმოდალური ჰაბის შექმნამ ნიცაში, რომელიც ერთმანეთთანსხვაგვარად დისლოცირებულ სივრცეებს აკავშირებს, ბარანის Moniteur-ის ჯილდო „ვერცხლის ნაკრების მოედანი“ მოუტანა. ხუთი წლის შემდეგ ამას მოყვა Grand Prix National d’Architecture, (ნაციონალური გრან-პრი არქიტექტურაში), რომელიც უმაღლესი ჯილდოა ამ მიმართულებით.

მარკ ბარანი 2018 წლიდან საფრანგეთის სამხატვრო აკადემიის არჩეული წევრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები